კალიფორნიაში უცნობი პირის მიერ ცეცხლის გახსნას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
კალიფორნიაში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, მოკლულია ხუთი ადამიანი. “ბლუმბერგის” ინფორმაციით, ბოროტმოქმედმა თავი მოიკლა. გარდაცვლილთა შორის არის თავდამსხმელის მეუღლეც.
დანაშაულის მოტივი და დანარჩენი ოთხი მსხვერპლის ვინაობა ჯერ არ სახელდება.
ინციდენტი კალიფორნიიდან 45 კილომეტრში მდებარე ბაკერსფილდში მოხდა. თვითმხილველების ცნობით, ბოროტმოქმედმა თავდაპირველად სხვა მამაკაცს გაუხსნა ცეცხლი, შემდეგ კი მეუღლე მოკლა. ამის შემდეგ ის ახლომდებარე სახლში შევიდა და სროლა დაიწყო.