კალიფორნიაში ტყის ხანძრების გამო რვა ათასამდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო
კალიფორნიაში ტყეში გაჩენილი ხანძრების გამო, რვა ათასამდე ადამიანის ევაკუაცია გახადა საჭირო.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში იუწყებიან, ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 300-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული. ხანძარი დასახლებულ პუნქტებსაც უქმნის საფრთხეს, რის გამოც, დამატებით 2 586 სახლიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდება.
ამერიკული მედიის ცნობით, ხანძარი 4,8 ჰექტრის ფართობის ტერიტორიაზეა გავრცელებული.