2018 წლის ბოლოს კალიფორნიაში Star Wars-ის თემატიკის პარკი გაიხსნება. პარკის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი” ავრცელებს.
Star Wars მედია-ფრენჩაიზი ჯორჯ ლუკასის მიერაა შექმნილი, რომელიც 1977 წელს ფილმ „ვარსკვლავური ომები”-ს გამოშვებით ჩამოყალიბდა. სურათი მალევე იქცა ფენტეზის ჟანრის ყველაზე პოპულარულ ფილმად. მას მოჰყვა ორი წარმატებული გაგრძელება – „იმპერიის საპასუხო დარტყმა“ და „ჯედაის დაბრუნება“ .
1999-2005 წლებში გამოვიდა წინარე ისტორიების ტრილოგია, რომელმაც კრიტიკოსების არაერთგვაროვანი შეფასება მიიღო. მასში შესულია სამი ფილმი – „ფარული საფრთხე“ , „კლონების თავდასხმა“ და „სითების შურისძიება“ . გაგრძელების ტრილოგია 2015 წელს „ძალის გამოღვიძების“ გამოშვებით დაიწყო.
შვიდივე ფილმი კომერციულად წარმატებული იყო და სხვადასხვა დროს ოსკარის ნომინანტი გახდა ( გაიმარჯვა მხოლოდ ორმა). საერთო მოგებამ 7.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რამაც „ვარსკვლავური ომები“ ყველა დროის ერთ-ერთ შემოსავლიან ფილმების სერიად აქცია. ფრენჩაიზში აგრეთვე შედის მთელი რიგი წიგნების, ტელესერიალების, კომიქსების, ვიდეო და კომპიუტერული თამაშების.