კალიფორნიაში ხანძრის რამდენიმე კერას ებრძვიან
კალიფორნიაში ხანძრის რამდენიმე კერას ებრძვიან

კალიფორნიაში ხანძრის რამდენიმე კერას ებრძვიან. როგორც „ლოს ანჯელეს თაიმსი“ წერს, კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში ხანძრის შედეგად დამწვარია ათასობით ჰექტარის ფართობის ტერიტორია, ასობით ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი მიეტოვებინა. განადგურებულია ექვსი შენობა. ცეცხლი კიდევ ათასობით შენობა-ნაგებობას უქმნის საფრთხეს.

მედიასაშუალების ცნობით, სამართალდამცველები ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილ მამაკაცს ეძებენ. მისი ვინაობა უკვე იდენტიფიცირებულია.

ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ათასზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს. ასევ ჩართულია ვერტმფრენები და თვითმფრინავები. ხანძრის ჩაქრობას ძლიერი სიცხე აფერხებს. შეგახსენებთ, გასულ წელს. კალიფორნიაში მასშტაბური ტყის ხანძრების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.