კალიფორნიაში ეპიდმდგომარეობის გაუარესების გამო შეზღუდვები ისევ წესდება
კალიფორნიის შტატში ეპიდმდგომარეობის გაუარესების გამო შეზღუდვები ისევ წესდება. შტატის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის განკარგულებით, კალიფორნიის რესტორნებისა და ბარების შიდა სივრცეები, ასევე კინოები და თეატრები კვლავ დაიხურება.
ამასთან, შეზღუდვა ასევე შეეხება სპორტულ დარბაზებს, სილამაზის სალონებს, ოფისებსა და ყველა იმ ბიზნესს, რომელიც დახურულ სივრცეშია განთავსებული.
გასული 24 საათის განმავლობაში კალიფორნიაში „კოვიდ-19“-ის 8 358 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში შტატის საავადმყოფოებში მიმართვიანობა 28 პროცენტით გაიზარდა.