კალიფორნიაში დააკავეს 81 წლის მამაკაცი, რომელიც ათი წლის განმავლობაში მეზობლებს ფანჯრების მინებს შურდულით უმსხვრევდა
კალიფორნიაში დააკავეს 81 წლის მამაკაცი, რომელიც ათი წლის განმავლობაში მეზობლებს ფანჯრების მინებს შურდულით უმსხვრევდა

კალიფორნიაში დააკავეს 81 წლის მამაკაცი, რომელიც ათი წლის განმავლობაში სამეზობლოს ფანჯრების მინებს შურდულით უმსხვრევდა.

პოლიციამ ის ქალაქ აზუსაში აიყვანა.

გავრცელებული ცნობით, მამაკაცი წლების განმავლობაში საკუთარი ეზოდან ადგილობრივი მოსახლეობის სახლებში ფანჯრებს ამსხვრევდა და ავტომობილების საქარე მინებს აზიანებდა.

სამართალდამცველებმა მისი სახლის ჩხრეკისას შურდული და მეტალის ბურთულები ამოიღეს. თუმცა მოტივი უცნობი რჩება.