კალიფორნიაში ავტოავარიის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.
როგორც ამერიკული მედია იუწყება, ავტომობილი, რომელშიც 27 ადამიანი იმყოფებოდა, სატვირთოს შეეჯახა.
შედეგად, 14 ადამიანი შემთხვევის ადგილზევე, ხოლო კიდევ ერთი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა. გარდაცვლილთა ასაკი 20-დან 55 წლამდე მერყეობს.
რვა ადამიანი საავადმყოფოში რჩება. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ.
გამოძიების ცნობით, სავარაუდოდ, ფორდის ტიპის ავტომობილი ამდენ ადამიანზე არ იყო გათვლილი, რამაც ავარიის შემდეგ სიტუაცია დაამძიმა.