თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ხოდაშენში “ბმვ”- ეს მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
ავტომანქანიდან მგზავრების გადმოსაყვანად მაშველებს სპეცტექნიკის გამოყენება დასჭირდათ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო ბრიგადები.
მანქანაში მსხდომი ოთხი მგზავრი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.