კახეთის რეგიონში რამდენიმე ადგილზე ხანძარია. ზემო კაჭრეთში ცეცხლი უკიდია ტყვის ქვედა საფარს, ნამკალს და საძოვარს, ასევე, ეკალბარდს და ბალახს. ამასთან, ხანძარია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის მიმდებარე ტერიტორიაზე. ცეცხლი უკიდია სამ ჰექტარ ფართობზე ბალახსა და ბუჩქნარს, რომელიც ტყის ზოლთან ახლოს მდებარეობს.
„აქტიურად მუშაობს სახანძრო სამაშველო სამსახური და ცდილობენ, ტყემდე ცეცხლი არ მივიდეს“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს პარლამეტში ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
ხანძრის შედეგად დაიწვა ორსართულიანი სახლი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიჩხოვანში.
„ბავშვებს კრაზანების ბუდისთვის მიუკიდებიათ ცეცხლი, რომელიც თივაზე გავრცელდა და სახლს გადაედო. ოჯახს მუნიციპალიტეტის მერია დროებით საცხოვრებელ ფართში გადაიყვანს“, – განაცხადა ახმეტის მეტმა სოსო ქარუმაშვილმა.
ახმეტაში ხანძარი ლოკალიზებულია.