კახეთის გზატკეცილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ოფისში შუახნის ქალი გარდაიცვალა
კახეთის გზატკეცილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ოფისში შუახნის ქალი გარდაიცვალა

კახეთის გზატკეცილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ოფისში შუახნის ქალი გარდაიცვალა.

ამის შესახებ პირველ არხს „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, ფაქტის შესახებ მათ საპატრულო პოლიციამ შეატყობინა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შუახნის ქალმა შენობის მისაღებში შესვლა ითხოვა, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა. როგორც უწყებაში ამბობენ, შენობაში შესვლისთანავე ქალი ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.