თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფეხით მოსიარულე დაიღუპა

00:25, 22.06.2020

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მოსიარულეს დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი