კახეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დეკემბერში გარე განათება სხვადასხვა მონაკვეთში პერიოდულად გაითიშება

15:48, 01.12.2019

კახეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დეკემბერში გარე განათება სხვადასხვა მონაკვეთში პერიოდულად გაითიშება, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„კახეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს გარე განათების ახალი ბოძებისა და სანათი მოწყობილობების მონტაჟი, გარე განათების საკაბელო საჰაერო ქსელის მიწისქვეშ განთავსება – ქსელის მოწყობა და არსებული ძველი ქსელისა და ბოძების დემონტაჟი.

აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დეკემბერში, კახეთის გზატკეცილზე, გარე განათება სხვადასხვა მონაკვეთში პერიოდულად გაითიშება.სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“,- აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი