კახეთის გზატკეცილზე ავტომანქანის შეჯახების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

21:21, 04.03.2020

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოავარია მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ფეხით მოსიარულე ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი შეეჯახა.

საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ავტომანქანის შეჯახების შედეგად, ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი