კახაბერ გვანცელაძე - გახდება თუ არა ბაღები ფასიანი, თუ მოხდება ვაუჩერიზაცია, ამ საკითხზე განხილვები მიმდინარეობს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საკრებულოში ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელთან კახაბერ გვანცელაძესთან შეხვედრაზე დაინტერესდნენ, გახდება თუ არა ბაღები ფასიანი, თუ მოხდება ვაუჩერიზაცია.
ბაღების სააგენტოს თავმჯდომარე კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ამ საკითხზე მიმდინარეობს განხილვები, ეს არის პრემიერ-მინისტრის ინიციატივა და არ ფლობს ინფორმაციას, კონკრეტულად რა გეგმა არსებობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, საკითხის განხილვებში პირადად ჩართული არ არის.
როგორც ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, თბილისის მერიიდან განხილვებში ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე მონაწილეობს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გასულ წელს, პარლამენტის სხდომაზე მთავრობის დამტკიცებისას განაცხადა, საბავშვო ბაღების მიმართულებით გარკვეული კორექტირების შეტანა აუცილებელია. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ოჯახებმა, რომელთაც საშუალება აქვთ, ბაღის გადასახადი გადაიხადონ, ეს გადასახადი უნდა გადაიხადონ.