თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს კახა აბულაძე უხელმძღვანელებს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს კახა აბულაძე უხელმძღვანელებს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საზოგადოებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ახალი დირექტორი, კახა აბულაძე წარუდგინა.

დედაქალაქის მერმა კახა აბულაძეს აღნიშნული საქმიანობის წარმატებით განხორციელება უსურვა.

„კახა აბულაძე აქამდე მუშაობდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე, მანამდე კი თბილისის მერიაში ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე. კახა აბულაძე მედიცინის დოქტორია და მშობლიურ უნივერსიტეტში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ვფიქრობ, თავის ცოდნასა და გამოცდილებას წარმატებით მოახმარს ბაგა-ბაღების განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.