კახაბერ გვანცელაძე - გახდება თუ არა ბაღები ფასიანი, თუ მოხდება ვაუჩერიზაცია, ამ საკითხზე განხილვები მიმდინარეობს
კახაბერ გვანცელაძე - გახდება თუ არა ბაღები ფასიანი, თუ მოხდება ვაუჩერიზაცია, ამ საკითხზე განხილვები მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საკრებულოში ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელთან კახაბერ გვანცელაძესთან შეხვედრაზე ​დაინტერესდნენ, გახდება თუ არა ბაღები ფასიანი, თუ მოხდება ვაუჩერიზაცია.

ბაღების სააგენტოს თავმჯდომარე კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ამ საკითხზე მიმდინარეობს განხილვები, ეს არის პრემიერ-მინისტრის ინიციატივა და არ ფლობს ინფორმაციას, კონკრეტულად რა გეგმა არსებობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საკითხის განხილვებში პირადად ჩართული არ არის.

როგორც ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, თბილისის მერიიდან განხილვებში ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე მონაწილეობს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გასულ წელს, პარლამენტის სხდომაზე მთავრობის დამტკიცებისას განაცხადა, საბავშვო ბაღების მიმართულებით გარკვეული კორექტირების შეტანა აუცილებელია. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ოჯახებმა, რომელთაც საშუალება აქვთ, ბაღის გადასახადი გადაიხადონ, ეს გადასახადი უნდა გადაიხადონ.