კახა კუკავა - როგორც კუკარაჩაშია, დედას ვფიცავარ, მამას ვფიცავარ და ყველაფერს ვფიცავარ, არჩევნებზე დარღვევას არ ჩავიდენთ
მე პირადად მგონია, რომ ვიღაცას გრანტი აქვს უბრალოდ აღებული და ის ფული რომ შეჭამოს, იმიტომ გვაწერინებს ამ ქცევის კოდექსზე ხელს, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ ცეკო-ს მიერ შემუშავებულ პარტიების ქცევის კოდექსთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, პარტია „თავისუფალი საქართველო“ ნებისმიერ დოკუმენტს შეუერთდება, რაზეც ოპოზიციური კონსენსუსი იქნება.
„რაზეც იქნება ოპოზიციური კონსესუსი, ჩვენ შევუერთდებით ნებისმიერ დოკუმენტს და გასაგებია, რომ ეს ქცევის კოდექსი ძალიან სიმბოლურ ხასიათს ატარებს. მე პირადად მგონია, რომ ვიღაცას გრანტი აქვს უბრალოდ აღებული და ის ფული რომ შეჭამოს, იმიტომ გვაწერინებს ამ ქცევის კოდექსზე ხელს. რამდენ კოდექსზეც მე ხელი მაქვს მოწერილი ამ საარჩევნო კამპანიების დროს, არ მახსოვს, რომ როდესმე ამას რაიმე რეალური დატვირთვა ჰქონოდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ, როგორც კუკარაჩაშია: დედას ვფიცავარ, მამას ვფიცავარ და ყველაფერს ვფიცავარ, რომ არჩევნებზე რაიმე ტიპის დარღვევას ჩვენ ჩვენი მხრიდან არ ჩავიდენთ. ეთიკის კოდექსს, როგორც ვიცი პოლიტიკური პარტიების კონსესუსის საფუძველზეა შემუშავებული, „თავისუფალი საქართველოც“ შეუერთდება“, – განაცხადა კახა კუკავამ.
ცესკო-მ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი შეიმუშავა.