იაგო ხვიჩია - მარიხუანა კახა კუკავასთან ერთადაც მომიწევია, ამის წამოძახება არასწორია
იაგო ხვიჩია - მარიხუანა კახა კუკავასთან ერთადაც მომიწევია, ამის წამოძახება არასწორია

„გირჩის“ ერთ-ერთი წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოპოზიციის ბევრ წევრთან, მათ შორის კახა კუკავასთან ერთად მარიხუანა მოუწევია. ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„მარიხუანა რამეს რომ შველოდეს, საღი აზრის გარანტია რომ იყოს, ბევრი ადამიანი გამოგვყვებოდა დღეს ჩვენ. მაგ ხალხთან ერთადაც მოგვიწევია მარიხუანა, კახა კუკავასთანაც მომიწევია, სხვათა შორის. ახალგაზრდა ხალხი ვართ, კაცო. უბრალოდ ამის წამოძახება რაღაცნაირად არასწორია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ერთად გვაქვს მოწეული ბოლო-ბოლო. როცა ერთად ვეწეოდით, მაშინ ჩვენიანები იყვნენ, მაშინ შეთანხმებულები ვიყავით მე და კუკავა მაინც, რომ მიშას თამაში არ გვინდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავამ დღეს განაცხადა, „შეხედეთ, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილს და დარწმუნდებით, რომ ნაკლები უნდა მოწიოთ. მოწევა მათ შორის მარიხუანის არის ჯანმრთელობისთვის თუ არა, აზროვნებისთვის ნამდვილად მავნებელია.