კახა კუჭავა - თავისუფლად არის შესაძლებელი, 2024 წლის შემდეგ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდეს საჭირო, მაგრამ ეს არ არის თვითმიზანი, ეს არის ხალხის არჩევანი
მე, თავმჯდომარე ვიქნები თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, გადავწყვიტო კოალიციური იქნება თუ არა მთავრობა, ნამდვილად არ არის მართალი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, კითხვაზე, ემხრობა თუ არა კოალიციურ მთავრობას, განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს, კოალიციური იქნება თუ არა მთავრობა.
„ფაქტი ერთია, რომ საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს კოალიციური იქნება მთავრობა თუ არა. ის რეალობა, რაც შეიძლება იყოს ხვალ და ზეგ, ყველა ხვდება, რომ თავისუფლად არის შესაძლებელი 2024 წლის შემდეგ მათ შორის, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდეს საჭირო, მაგრამ ეს არ არის თვითმიზანი, ეს არის საბოლოო ჯამში ხალხის არჩევანი. ერთპარტიული მმართველობა ავნებს ყველაფერს და არასდროს იქნება საქართველოში ერთპარტიული მმართველობა“, – განაცხადა კუჭავამ.