კახა კუჭავა - ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი არის ადგილი, რომელიც ყოველთვის იყო კულტურის კერა, მან დაიბრუნა ეს სახელი
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი არის ის ადგილი, რომელიც ყოველთვის იყო გურიისა და ოზურგეთის კულტურის კერა, მან დაიბრუნა ეს სახელი, ის უნდა გახდეს ადგილი, სადაც მთელი საქართველო მოვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ოზურგეთის თეატრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კუჭავამ აღნიშნა, ოზურგეთის თეატრი არის ადგილი, სადაც ყველამ, ყველა ასაკის წარმომადგენელმა უნდა ჰპოვოს საკუთარი თავი, ჰარმონია, სიმშვიდე, განვითარება.
„არ შეიძლება ემოციების გარეშე ისაუბრო, როდესაც შემოხვალ ამ თეატრში, ნახავ ბრწყინვალე შემოქმედებას. თქვენ დაგვათვალიერებინეთ მცირე დარბაზიც, მუზეუმიც, ხმის ჩამწერი სტუდიაც. იცით, ეს არ არის მარტო თეატრი ჩემთვის, ეს არის ადგილი, სადაც ყველამ, ყველა ასაკის წარმომადგენელმა უნდა ჰპოვოს საკუთარი თავი, ჰარმონია, სიმშვიდე, განვითარება. თქვენ ახსენეთ „არტ კაფე“. რა თქმა უნდა, ყველა ეს ის კომპონენტია, რომელიც, საბოლოო ჯამში, ჩვენ აქ ბოლომდე მიგვაჯაჭვებს და მოგვცემს საშუალებას, ვისიამოვნოთ იმ წარმოდგენებით, რომლებსაც დღესაც ვიხილავთ და მომავალშიც. დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“ და არ შეიძლება, ეს არ აღვნიშნოთ, ფონდი „ქართუ“ ჩვენ გვანებივრებს ბევრი პროექტით, ბევრი ქველმოქმედებით, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით ვხედავთ, თუმცა, არის გამონაკლისები, რომლებიც განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს და ეს ნამდვილად წარმოადგენს ამ გამონაკლისს. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი არის ის ადგილი, რომელიც ყოველთვის იყო გურიის და ოზურგეთის კულტურის კერა და მან დაიბრუნა ეს სახელი და რაც ყველაზე მთავარია, ის უნდა გახდეს ადგილი, სადაც მთელი საქართველო მოვა და ნახავს იმ ბრწყინვალე წარმოდგენებს, რომელსაც ჩვენი რეჟისორები და მსახიობები აქ შეასრულებენ. რა თქმა უნდა, ამ დღეს პირველ რიგში ვულოცავ თითოეულ მსახიობს, რეჟისორს, თანამშრომელს, რომელიც ამ თეატრში მოღვაწეობს და ვუსურვებ მათ დიდ წარმატებას“, – განაცხადა კახა კუჭავამ.