კახა კუჭავა - მადლენ ოლბრაიტი საქართველოს დიდი მეგობარი და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლო იყო
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც კახა კუჭავა სოციალურ ქსელში წერს, მადლენ ოლბრაიტი საქართველოს დიდი მეგობარი და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლო იყო.
„დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლო და საქართველოს დიდი მეგობარი. განისვენე მშვიდად“, – წერს კახა კუჭავა „ტვიტერზე“.