შალვა პაპუაშვილი - სამძიმარს ვუცხადებ მადლენ ოლბრაიტის ოჯახს, მეგობრებს სამაგალითო სახელმწიფო მოხელისა და ლიდერის გარდაცვალების გამო
შალვა პაპუაშვილი - სამძიმარს ვუცხადებ მადლენ ოლბრაიტის ოჯახს, მეგობრებს სამაგალითო სახელმწიფო მოხელისა და ლიდერის გარდაცვალების გამო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის ოჯახსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს.

როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, მადლენ ოლბრაიტის ღვაწლი ყველას ხსოვნაში სამუდამოდ დარჩება.

„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის ოჯახსა და მეგობრებს სამაგალითო სახელმწიფო მოხელისა და ლიდერის გარდაცვალების გამო, რომლის ღვაწლიც სამუდამოდ დარჩება ყველას ხსოვნაში“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.

აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.