კახა კუჭავა - გთხოვთ, დავიწყნაროთ ნერვები და ყველამ ჩვენი საქმიანობით, ხელი შევუწყოთ ჯანდაცვის სისტემას, რომ მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს
გთხოვთ, დავიწყნაროთ ნერვები და ყველამ ჩვენი საქმიანობით, ხელი შევუწყოთ ჯანდაცვის სისტემას, რომ მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, რომ „ექიმების ნაწილის აზრით, ხელისუფლებამ ვაქცინაციის კამპანიის მიმართულებით დააგვიანა“.
როგორც კუჭავამ აღნიშნა, ახალი შტამის გამო რთულ მდგომარეობაშია არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო. კუჭავამ ყველას მოუწოდა, დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.
„ყველას უფლებაა, საკუთარი მოსაზრება ჰქონდეს ამა თუ იმ საკითხზე. ფაქტი ერთია – არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო ახალი შტამის გამო ძალიან რთულ მდგომარეობაშია – ყველა ხელისუფლების ბრალი გამოდის? გთხოვთ, დავიწყნაროთ ნერვები და ყველამ, ჩვენი საქმიანობით, ხელი შევუწყოთ ჯანდაცვის სისტემას, მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს, რაც, პირველ რიგში, გამოიხატება იმაში, რომ თავი შევიკავოთ დეზინფორმაციისგან“, – განაცხადა კუჭავამ.