კახა კუჭავა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
კახა კუჭავა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურ მდივანს ზვიად ჭუმბურიძეს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე გლობალური პანდემიის შედეგად, მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები მიმოიხილეს.

„ყურადღება გამახვილდა საკანონმდებლო რეფორმებზე, რომლებიც ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროების მხარდასაჭერად უნდა განხორციელდეს. ამ მიმართულებით, პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარ ხედვებსა და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გეგმებზე ისაუბრა. ხაზი გაესვა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან ინტენსიური კომუნიკაციის მნიშვნელობას. ახლო მომავალში დაიგეგმა ასოციაციის წევრებთან შეხვედრა. ევროკავშირი – საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა პარლამენტის თავმჯდომარეს წიგნი, სახელწოდებით „დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები 1991-2021” გადასცა, რომლის გამოცემაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს მიეძღვნა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.