კახა კუჭავა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ს მასპინძლობისთვის მადლობას უხდის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ს მასპინძლობისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ კუჭავა „ტვიტერზე“ წერს.
„მადლობას ვუხდი მის უდიდებულესობა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ს, საპარლამენტთაშორისი კავშირის ასამბლეის საზეიმო ინაუგურაციაზე პარლამენტის თავმჯდომარეების მასპინძლობისა და მადრიდში თბილად მიღებისთვის“, – წერს კახა კუჭავა „ტვიტერზე“.
კახა კუჭავა დელეგაციასთან ერთად, მადრიდში იმყოფება, სადაც საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალური ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.