კახა კუჭავა - მინდა, მადლობა ვუთხრა ირაკლი კობახიძეს და მთლიანად გუნდს გამოცხადებული ძალიან დიდი ნდობისთვის
კახა კუჭავა - მინდა, მადლობა ვუთხრა ირაკლი კობახიძეს და მთლიანად გუნდს გამოცხადებული ძალიან დიდი ნდობისთვის

დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ირაკლი კობახიძეს და მთლიანად გუნდს ამ ძალიან დიდი ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს, – ამის შესახებ კაბა კუჭავამ განაცხადა, რომელსაც „ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგენს.

ცვლილების შესახებ ცნობილი უმრავლესობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდა, რომელზეც არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა.

„დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო არჩილს იმ გაწეული საქმისთვის. მას ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში მოუწია პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავება და მან ძალიან ღირსეულად გაართვა თავი ამ საქმეს. ხოლო, მისი ეს ბოლო გადაწყვეტილება, პირველ რიგში, მიუთითებს, თუ რამდენად სწორად ხედავს ის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და რაც ყველაზე მთავარია, პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის სამომავლო განვითარებას.

დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და მთლიანად გუნდს ამ ძალიან დიდი ნდობისთვის, რომელიც მე გამომიცხადეს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიაზრებ და ვთვლი, როგორც ყოველთვის ვამბობდი, რომ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა დგას პარლამენტი, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა.

ორშაბათიდან ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, სადაც ყველა პარტია ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და ვიღებდეთ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა გუნდს და არჩილ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გაწეული საქმისთვის“, – განაცხადა კახა კუჭავამ.