კახა კუჭავა დავიდ სასოლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
კახა კუჭავა დავიდ სასოლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დავიდ სასოლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ყველასთვის დიდი დანაკარგის, ევროპარლამენტის პრეზიდენტის დავიდ სასოლის გარდაცვალების გამო. ის ბევრისთვის მისაბაძი, ჭეშმარიტი ევროპელი და პატრიოტი იყო. ის იყო საქართველოს ერთგული მოკავშირე ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს“, – აღნიშნულია კახა კუჭავას სამძიმრის წერილში.