კახა კოჟორიძე - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აუდიტის შესვლა ჩვენი ინიციატივა იყო
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აუდიტის სამსახურის შემოსვლა ჩვენი ინიციატივა იყო,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში საკანონმდებლო დარღვევებზე არაფერი წერია.
„დასკვნაში თქვენ ვერ ნახავთ საკანონმდებლო დარღვევაზე მითითებასაც კი. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ვფიქრობ, ყველა სახელმწიფო ორგანიზაციის თუ დაწესებულების სურვილი უნდა იყოს, რომ გულდასმით გაეცნოს და სამომავლო საქმიანობაში გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც დასაბუთებულად მიიჩნევს“,-განაცხადა კახა კოჟორიძემ.
აუდიტის სამსახურის მონაცემებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2017 წელს 1,067,922 ლარის დანამატი და 904,671 ლარის პრემია გასცა.