თბილისის ახალი მერის კახა კალაძის ერთ-ერთი მოადგილე, პირველი არხის ინფორმაციით, ენერგეტიკის მოქმედი მინისტრი ილია ელოშვილი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, კახა კალაძე ახალი მოადგილეების, მათ შორის ილია ელოშვილის შესახებ ხვალ მას შემდეგ განაცხადებს, რაც მერის უფლებამოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება.
რაც შეეხება ენერგეტიკის სამინისტროს, როგორც ცნობილია, მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს უერთდება.
ავტორი -
მიშა ფეიქრიშვილი