ჯუზეპე პაზოტო - აღდგომის მომენტიდან დამარცხებულია ადამიანის ყველა დიდი პრობლემა, ბოროტება და სიკვდილი
დღევანდელი დღე უნდა ვიზეიმოთ სიხარულით, ვინაიდან, დღევანდელი მომენტიდან ადამიანის ყველა დიდი პრობლემა, როგორიც არის ბოროტება და სიკვდილი, დამარცხებულია, – ამის შესახებ ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა, ჯუზეპე პაზოტომ თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში განაცხადა, სადაც სააღდგომო ღვთიმსახურება აღავლინა.
„დღევანდელი დღესასწაული არის მწვერვალი ღმერთის ხსნის ისტორიის. ჩვენ უნდა ვიზეიმოთ სიხარულით, ვინაიდან დღევანდელი მომენტიდან ყველა დიდი პრობლემა ადამიანისთვის, როგორიც არის ბოროტება და სიკვდილი, დამარცხებულია.
აღდგომა არის იმედის დღესასწაული, ვინაიდან ჩვენ არ შეგვიძლია ვიცხოვროთ იმედის გარეშე. იმედი მოდის მარტო ღმერთისგან, რომელიც აღსდგა და გვაძლევს ახალ სიცოცხლეს. მინდა, დღეს მივულიცო ყველას, ვინც ამ დიდ დღესასწაულს ზეიმობს ამ კვირას და მომავალ კვირას. ყველა ქრისტიანში არის ერთი სააღდგომო თესლი. ჩვენ შექმნილნი ვართ მარადისობისთვის. გისურვებთ კარგ, ლამაზ აღდგომას და იმედს თქვენს გულში”, – განაცხადა ჯუზეპე პაზოტომ.
კათოლიკე ეკლესია დღეს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით სააღდგომო ღვთისმსახურება მიმდინარეობს ყველა მოქმედ კათოლიკურ ეკლესიაში.
თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში ღამისთევის სააღდგომო ლიტურგია გუშინ, 23:30 საათზე დაიწყო.