სააღდგომო ღვთისმსახურება თბილისის კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში [ფოტო]

00:55, 21.04.2019

კათოლიკე ეკლესია ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სააღდგომო ღვთისმსახურება მიმდინარეობს ყველა მოქმედ კათოლიკურ ეკლესიაში.

თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში ღამისთევის სააღდგომო ლიტურგია 23:30 საათზე დაიწყო და მას ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო ატარებს.

სააღდგომო ღვთისმსახურება მიმდინარეობს ყველა მოქმედ კათოლიკურ ეკლესიაში.

ეპისკოპოსმა, ჯუზეპე პაზოტომ მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

მსგავსი