ჯუზეპე კონტე - კორონავირუსის პანდემიის დროს რუსეთისა და ჩინეთისგან დახმარების მიღების მიუხედავად, იტალიას საგარეო პოლიტიკა არ შეუცვლია
იტალიას არ შეუცვლია საგარეო პოლიტიკა, კორნავირუსის პანდემიის დროს რუსეთისა და ჩინეთისგან დახმარების მიღების მიუხედავად, – როგორც იტალიური გამოცემა „ლა სტამპა“ წერს, ამის შესახებ იტალიის პრემიერი-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა.
„შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა დღეს გუშინდელის იდენტურია“, – განაცხადა ჯუზეპე კონტემ.
ამგავარად, იტალიის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის მდივნის, მარკ ესპერის განცხადებას. როგორც მარკ ესპერმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რუსეთმა და ჩინეთმა კორონავირუსის გავრცელებით ისარგებლეს, რათა ევროპაში საკუთარი ინტერესები გაეტარებინათ და ნატო-სა და ევროპაში განხეთქილება შეეტანათ.
თავის მხრივ, იტალიის თავდაცვის მინისტრმა ლორენცო გუერინიმ განაცხადა, რომ იტალიამ რუსეთისა და ჩინეთის გარდა, დახმარება ევროპისა და აშშ-სგანაც მიიღო.
იტალიის თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის უსაფრთხოების საყრდენად ნატო და ევროკავშირი დაასახელა.
„ჩვენ ურთიერთობა ყველასთან გვაქვს, თუმცა ჩვენი უსაფრთხოების საყრდენებს ნატო და ევროკავშირი წარმოადგენენ და ეს ასე დარჩება“, – განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა.