მარკ ესპერი - ჩინურ მომწოდებლებზე დამოკიდებულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სისტემებს მანიპულაციისა და შპიონაჟის საფრთხის ქვეშ დააყენებს
მარკ ესპერი - ჩინურ მომწოდებლებზე დამოკიდებულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სისტემებს მანიპულაციისა და შპიონაჟის საფრთხის ქვეშ დააყენებს

აშშ-ს თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, რუსეთმა და ჩინეთმა პანდემიის კრიზისით ისარგებლონ, რათა ამერიკასა და ევროპაში საკუთარი ინტერესები გაატარონ.

„აშშ-მა იცის, რომ ზოგიერთი ქვეყანა პანდემიის გამოყენებას ეცდება, რათა ინვესტიციები ჩადოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინდუსტრიებსა და ინფრასტრუქტურებში, რაც გრძელვადიან უსაფრთხოებაზე იმოქმედებს“, – განაცხადა მარკ ესპერმა.

საუბარია ჩინეთისა და რუსეთის ინიციატივებზე, რომლებიც იტალიას სამედიცინო აღჭურვილობითა და მედპერსონალით დაეხმარნენ. როგორც ესპერი აცხადებს, ჩინურ მომწოდებლებზე დამოკიდებულებამ, შეიძლება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემები მანიპულაციის და შპიონაჟის სამიზნე გახადოს.

„პოტენციური ოპონენტები აუცილებლად ეცდებიან გაატარონ საკუთარი ინტერესები და ნატო-სა და ევროკავშირში განხეთქილება შემოიტანონ“, – განაცხადა თავდაცვის მდივანმა.