ჯუანშერ ბურჭულაძე - თავდაცვის უწყება აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით
ჯუანშერ ბურჭულაძე - თავდაცვის უწყება აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით

პარლამენტში, „მინისტრის ფორმატის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ კიბერუსაფრთხოების გაძლიერების საკითხზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, თავდაცვის უწყება აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით.

„ევროკავშირისაგან ბოლო ორ წელიწადში ჯამში ოთხ მლნ ევრომდე იქნა გამოყოფილი. ნატო-სთან თანამშრომლობის ფარგლებში აღსანიშნავია კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიის ჩამოყალიბება, რომელიც იქნა დაფინანსებული გრანტით 700 000 ევროს ფარგლებში“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრმა, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, დიდი ბრიტანეთის ძალისხმევაც გამოყო და განაცხადა, რომ ბრიტანული მხარე აქტიურად მუშაობს პროექტირება-მშენებლობის გეგმაზე.

მისი განმარტებით, პროექტის ფარგლებში ბრიტანული მხარე თანადაფინანსებით გამოყოფს ხუთ მლნ ფუნტს, დანარჩენ ფინანსური რესურსს კი, ქართული მხარე შეავსებს.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, 2024 წელს თბილისში კიბერუსაფრთხოების ცენტრის მშენებლობას დაიწყება.