ჯუანშერ ბურჭულაძე - სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა არის ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო
ჯუანშერ ბურჭულაძე - სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა არის ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო

სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს! საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ჩვენი ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ავრცელებს.

„ამ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს საამაყო სამხედროებს, რომლებიც მუდამ მზად არიან, სიცოცხლის ფასად დაიცვან სამშობლო, მისი ეროვნული დროშა და ღირსება. ჩვენს სამშობლოს ვუსურვებ მშვიდობას, ეროვნულ სიმტკიცეს და წარმატებებს“, – აღნიშნულია თავდაცვის მინისტრის განცხადებაში.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება.