ჯუანშერ ბურჭულაძე დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა
ჯუანშერ ბურჭულაძე დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების დასავლეთსარდლობის სამხედრო ბაზაზე არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში, მე-3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე თავდაცვის მინისტრმა, დასავლეთის სარდალთან ერთად, უკვე დასრულებული შენობები მოინახულა და დეტალურად გაეცნო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.

„სამხედრო ბაზაზე 2000 მ2-ზე ახალი სასადილო აშენდა, რომელის ფასადიც გაილესა უმაღლესი ხარისხის მასალით, გაკეთდა კონდიცირება-ვენტილაციის სისტემა, სველი წერტილები და აღიჭურვა უახლესი ინვენტარით. ტერიტორიაზე ერთი ყაზარმის სარემონტო სამუშაოებიც სრულად დასრულდა, სადაც შეიცვალა კარ-ფანჯარა, დაიგო კერამიკული ფილები, შეიცვალა სანტქენიკა, მოპირკეთდა ფასადი და მიმდინარეობს ახალი ინვენტარით აღჭურვა.

ამ ეტაპზე მე-3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე ორი ყაზარმის, ლაზარეთის, საკონფერენციოსა და სატრენაჟორო დარბაზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. წლის ბოლომდე ბაზის ტერიტორიაზე საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების განახლება იგეგმება. ასევე, დასრულდება რეკრეაციული ზონის მოწყობა, მულტიფუნქციური სტადიონის მშენებლობა, შიდა გზებისა და გარე განათების სრულირეაბილიტაცია“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.