რუმინეთში, ევროპის მასშტაბით, ნატო-ს ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა შენდება
Two U.S. Air Force F-22A Raptor taxis on the flightline at Mihail Kogalniceanu Air Base, Romania, April 25, 2016. The aircraft will conduct air training with other Europe-based aircraft and will also forward deploy from England to maximize training opportunities while demonstrating the U.S. commitment to NATO allies and the security of Europe. The Raptors are deployed from the 95th Fighter Squadron, Tyndall Air Force Base, Florida. (U.S. Air Force photo by Tech. Sgt. Ryan Crane/Released)
რუმინეთში, ევროპის მასშტაბით, ნატო-ს ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა შენდება. რუმინული მედიის ინფორმაციით, რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების 57-ე ავიაბაზაზე ნატო-ს სამხედრო ბაზის მშენებლობის დასრულება 2040 წლისთვის იგეგმება.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ბაზაზე, რომელიც 2 800 ჰექტარზე იქნება განლაგებული, ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი ოჯახებთან ერთად იცხოვრებს.
სამხედრო ბაზის მშენებლობისთვის რუმინეთი 2.5 მილიარდ ევროს დახარჯავს. პროექტი მიზნად ისახავს საჰაერო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, მათ შორის იქნება ახალი ასაფრენი ბილიკები, ახალი საკონტროლო კოშკი, რადიო-სანავიგაციო სისტემა, ფრენის სიმულატორი, ასევე ანგარები. გარდა ამისა, იქნება ადმინისტრაციული და სოციალური შენობები, სკოლები და საბავშვო ბაღები, მაღაზიები, რესტორნები, კინოთეატრი და საავადმყოფო.
ამერიკული ძალები „მიხაილ კოგალნიჩანუს ბაზას“ 1999 წლიდან იყენებენ და ამ დროისთვის იქ განლაგებულია შეერთებული შტატების 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ელემენტები, ასევე მოკავშირეთა მოიერიშე თვითმფრინავები.