ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ მიმდინარე წლის აპრილში იგეგმება რამდენიმე დრონის საქართველოში სატესტოდ წარმოება და გამოცდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დრონების წარმოებაზე ისაუბრა.
როგორც თავდაცვის მინისტრმა „ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ერთობლივი საწარმო წარმატებული პროექტია და მიმდინარე წლის აპრილში სატესტოდ რამდენიმე დრონის საქართველოში წარმოება და გამოცდა იგეგმება.
„ერთობლივი საწარმო ძალიან წარმატებული პროექტია. ჩვენ 2020 წელს დავიწყეთ პოლონურ მხარესთან მუშაობა. მიმდინარე წლის აპრილში რამდენიმე სატესტო დრონს საქართველოში ვაწარმოებთ და გამოვცდით. სატესტო ფრენებსაც ჩავატარებთ. ის ინფრასტრუქტურა, რაც უნდა დახვედროდა, მზად არის. „დელტის“ ტერიტორიაზე ავაშენეთ შენობები, სადაც განხორციელდება აღნიშნული დრონების წამოება“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.