ჟოზეფ ბორელი - მსხვილი ბირთვული ქვეყანა თავს დაესხა მეზობელ ქვეყანას, ევროკავშირი უპასუხებს უმკაცრესი პირობებით, რუსეთის ხელმძღვანელობა უპრეცედენტო იზოლაციის წინაშე აღმოჩნდება
ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დრო. მსხვილი ბირთვული ქვეყანა თავს დაესხა მეზობელ ქვეყანას და ემუქრება რეპრესიებით ნებისმიერ სხვა ქვეყანას, რომელიც მის დასახმარებლად მოვა. ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების არა მხოლოდ უდიდესი დარღვევა, არამედ ეს არის კაცობრიობის თანაარსებობის ძირითადი პრინციპების დარღვევა – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელიმ განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება სრულად აცნობიერებს ამ მომენტის სერიოზულობას და დაწესდება უპრეცედენტო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
„ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დრო. მსხვილი ბირთვული ქვეყანა თავს დაესხა მეზობელ ქვეყანას და ემუქრება რეპრესიებით ნებისმიერ სხვა ქვეყანას, რომელიც მის დასახმარებლად მოვა. ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების არა მხოლოდ უდიდესი დარღვევა, არამედ ეს არის კაცობრიობის თანაარსებობის ძირითადი პრინციპები დარღვევა. ეს მრავალ სიცოცხლეს შეიწირავს, წინ გაურკვეველი შედეგებით. ევროკავშირი უპასუხებს უმკაცრესი პირობებით.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოიწვია შეხვედრა დღეს საღამოსთვის, სადაც ისინი შეათანხმებენ პოლიტიკურ გზამკვლევს, რათა მიიღონ უმკაცრესი სანქციები და პაკეტები, რომელიც აქამდე დაგვიწესებია. როგორც ევროკავშირის ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, მე კონტაქტზე ვიქნები ჩვენს პარტნიორებთან მსოფლიოში, რათა უზრუნველყვო, რომ საერთაშორისო საზოგადოება სრულად აცნობიერებს ამ მომენტის სერიოზულობას და მკაცრად, ერთიანად მოვუწოდოთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, ეს შეუწყნარებელი საქციელი.
რუსეთის ხელმძღვანელობა უპრეცედენტო იზოლაციის წინაშე აღმოჩნდება. ეს არ არის დიპლომატიური თამაშები ძალაუფლებისთვის, ეს სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხია, ეს გლობალური სზოგადოების მომავლის საკითხია. ამ პოზიციის დაცვაში ჩვენ ვიქნებით ერთიანი ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან და ყველა ევროპელ ერთან ერთად“, – განაცხადა ბორელმა.