ჯოზეფ ბორელი - საჭიროა ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების სასწრაფოდ შეჩერება, რათა ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომა შესაძლებელი გახდეს
ჯოზეფ ბორელი - საჭიროა ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების სასწრაფოდ შეჩერება, რათა ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომა შესაძლებელი გახდეს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, საჭიროა ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების სასწრაფოდ შეჩერება, რათა ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომა შესაძლებელი გახდეს.

„ღაზა სრულად ჩაბნელებულია და იზოლაციაშია მძიმე დაბომბვების პარალელურად. გაერო-ს პალესტინელი დევნილების დახმარების სააგენტო გვაფრთხილებს ელექტროენერგიის, საკვებისა და წყლის გარეშე დარჩენილი ღაზის მოსახლეობის სასოწარკვეთილი მდგომარეობის შესახებ. ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ბავშვები დაიღუპნენ”, – წერს ბორელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.

„ჩვენ ვგმობთ ყველა თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაზე, მათ შორის ისრაელის წინააღმდეგ განურჩეველი სარაკეტო თავდასხმების გაგრძელებას, და ვითხოვთ ყველა მძევლის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას“, – დასძინა ბორელმა.