„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს GWP-ის ერთ-ერთ ობიექტზე ხანძარი იყო
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) განცხადებას ავრცელებს.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს GWP-ის ერთ-ერთ ობიექტზე ხანძარი იყო. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი გარე პერიმეტრზე ბალახის საფარს გაუჩნდა.
„დღეს ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ერთ-ერთი სადგური იწვის, არ შეესაბამება სიმართლეს.
ხანძარი გაჩნდა გახოკიძის ქუჩა N146-ის გარე პერიმეტრზე, დაიწვა ბალახის საფარი, რასაც არანაირი კავშირი არ ჰქონია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ობიექტთან. ჩვენი ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია“, – აღნიშნულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში.