„ჯორჯიან მანგანეზი“ - კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, სამუშაოები კვლავ შეაჩეროს
„ჯორჯიან მანგანეზი“ - კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, სამუშაოები კვლავ შეაჩეროს

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დაიძაბოს მდგომარეობა, სამუშაოები კვლავ შევაჩეროთ , – ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის უფროსმა ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა საინჟინრო და ტექნიკური პერსონალი ცდილობს შეინარჩუნოს მზადყოფნა, რათა  მუშაობის განახლებისთანავე კომპანიამ პროდუქტის შექმნა დროულად მოახერხოს.

„ამ უკანონო გაფიცვით რომ არ დაზარალებულიყვნენ თანამშრომლები, ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ გუშინ აღდგენილიყო სამუშაო პროცესი და ვისაც სურვილი ჰქონდა, მოსულიყო. აღვადგინეთ ტრანსპორტი, მაგრამ მოხდა რამდენიმე ტიპის კონფლიქტი, შესაძლოა დაპირისპირება მომხდარიყო, ამიტომ კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დაიძაბოს მდგომარეობა, ისევ შევაჩეროთ პროცესი.

თუ იქნება სურვილი, მზად ვართ, ჩვენც და სატრანსპორტო კომპანიაც, რომ აღვადგინოთ სამუშაოები. ეს აუცილებელია, ვინაიდან სამთო საქმე ითვალისწინებს, ყოველდღიურად მიმდინარეობდეს სარემონტო სამუშაოები, რადგან მორჩება ეს სიტუაცია, შესაძლებელი იყოს მუშაობა“, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.