ჯორჯია მელონი - უკრაინის მხარდაჭერის არჩევანი, უპირველეს ყოვლისა, ეროვნული ინტერესის არჩევანია და ეს არ შეიცვლება
ჯორჯია მელონი - უკრაინის მხარდაჭერის არჩევანი, უპირველეს ყოვლისა, ეროვნული ინტერესის არჩევანია და ეს არ შეიცვლება

უკრაინის მხარდაჭერის არჩევანი, უპირველეს ყოვლისა, ეროვნული ინტერესის არჩევანია და ეს არ შეიცვლება, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ იტალიაში ვიზიტით მყოფ პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, კონფლიქტის მოგვარებაში ჩინეთისა და ინდოეთის მსგავსმა აქტორებმა უნდა შეასრულონ როლი.

„მჯერა, რომ ჩინეთისა და ინდოეთის მსგავსმა აქტორებმა უნდა შეასრულონ როლი ამ კონფლიქტის დასარეგულირებლად. ერთადერთი, რაც არ შეიძლება მოხდეს, არის ფიქრი იმაზე, რომ ამ კონფლიქტის გადაჭრა შესაძლებელია უკრაინის ბედის ანაბარა მიტოვებით, რადგან ეს მშვიდობას ვერ მოიტანს. ეს მოიტანს ქაოსს, ომს ჩვენს სახლთან უფრო ახლოს და ამას მოჰყვება ბევრი ეკონომიკური შედეგი, ბევრად სერიოზული, ვიდრე ის, რაც დღეს უკრაინის მხარდაჭერა ჯდება. უკრაინის მხარდაჭერის არჩევანი, უპირველეს ყოვლისა, ეროვნული ინტერესის არჩევანია და ეს არჩევანი არ შეიცვლება“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ პრესკონფერენციაზე, რომელიც ჩრდილოეთ იტალიაში, ჩერნობიოში ყოველწლიური ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართა.