ყოფილი ფეხბურთელი ჯორჯ ვეა, უკვე ოფიციალურად, ლიბერიის 25-ე პრეზიდენტია. ინაუგურაციის ცერემონია ათასობით მხარდამჭერის წინაშე ქვეყნის დედაქალაქში ჩატარდა.
51 წლის ვეამ, რომელმაც არჩევნებში ელენ ჯონსონი დაამარცხა, ფიცი დადო. ელენ ჯონსონი აფრიკული ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი იყო. ის ლიბერიას 12 წლის განმავლობაში მართავდა.
„მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი ჯორჯ ვეა 1995 წელს ოქროს ბურთის მფლობელი გახდა და წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება დაიმსახურა. იგი ერთადერთი აფრიკელი ფეხბურთელია, რომელმაც ეს შეძლო. გარდა მილანისა, ჯორჯ ვეა თამაშობდა ისეთ კლუბებში, როგორებიცაა „ჩელსი“, „მანჩესტერ სიტი“ და პსჟ.