ტიმოთი ვეას „პარი სენ-ჟერმენში“ დაბრუნება სურს
ტიმოთი ვეას „პარი სენ-ჟერმენში“ დაბრუნება სურს

„პარი სენ-ჟერმენის“ 19 წლის ფეხბურთელი ტიმოთი ვეა, რომელიც გლაზგოს „სელტიკში“ იყო განათხოვრებული და ახლა კვლავ საფრანგეთში დაბრუნდა, აცხადებს, რომ სურს ნეიმარის, ედინსონ კავანისა და კილიან მბაპეს გვერდით დაიკავოს ადგილი.

„ახლა მხოლოდ პარი სენ-ჟერმენში დაბრუნებაზე ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რასაც კლუბი და მწვრთნელები ჩემგან ელიან“, – განაცხადა ვეამ.

„ი-ეს-პი-ენის“ (ESPN) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარიზული გუნდი ამ ზაფხულს ვეას გაყიდვის შესახებ შეთავაზებებს მოისმენს, თუმცა მის გასხვისებას აქტიურად არ მოინდომებს.

ტიმოთი ვეა ლეგენდარული ლიბერიელი ფეხბურთელის, ჯორჯ ვეას ვაჟია, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა და ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს. ფეხბურთელის კონტრაქტი პარიზულ გრანდთან 2021 წელს იწურება.

„სელტიკში“ ჩატარებულ 16 მატჩში ტიმოთი ვეამ ოთხი გოლი გაიტანა.