ლიბერიაში, სკოლა-ინტერნატში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების რიცხვი გაიზარდა

08:31, 19.09.2019

ლიბერიაში, სკოლა-ინტერნატში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების რიცხვი 27-მდე გაიზარდა. მათგან ყველაზე პატარა 10 წლისაა.

შენობას, რომელიც მეჩეთის გვერდით იდგა ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როდესაც ბავშვებს ეძინათ. პოლიცია, მეხანძრეები და წითელი ჯვრის წარმომადგენლები დამწვარ შენობაში გარდაცვლილებს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

მომხდარის სავარაუდო მიზეზი ელექტროგაყვნილობის გაუმართაობა იყო. ტრაგედიის ადგილზე იმყოფებიდა ლიბერიის პრეზიდენტი. მან დაღუპულების ახლობლებს მიუსამძიმრა.

მსგავსი