ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი გამოეხმაურა
ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი გამოეხმაურა.
„მე და როზალინი ძალიან განვიცდით იმ რასობრივ უსამართლობას და მის შედეგად გამოწვეულ რეაქციას, რომელსაც ბოლო კვირებია ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ. ჩვენი გულები მათთან არის, ვინც დაკარგა ოჯახის წევრი და მათთან, ვინც ახლა თავს უიმედოდ გრძნობს რასობრივი დისკრიმინაციის ამორალურობის წინაშე. თუმცაღა ძალადობა, იქნება ის სპონტანური თუ განზრახული, გამოსავალი არ არის“, – წერს ამერიკის 39-ე პრეზიდენტი.
კარტერის განცხადებით, თავად გრძნობს პასუხისმგებლობას, რომ საკუთარ სახელმწიფოს და შტატს სამართლიანობა მოუტანოს. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ღია წერილში საკუთარი ძველი გამოსვლის სიტყვები გაიმეორა, რომელიც პირველად 1971 წელს წარმოთქვა:
„რასობრივი დისკრიმინაციის დრო ამოიწურა“. მე დიდი იმედგაცრუებით და სევდით ვიმეორებ ამ სიტყვებს თითქმის ხუთი ათწლეულის შემდეგ. ადამიანების დეჰუმანიზაცია ჩვენ ყველას წაგვახდენს“, – წერს ჯიმი კარტერი.