ჯორჯ ბუში - რუსეთის პრეზიდენტს საბჭოთა კავშირის ჰეგემონიის დაბრუნება სურს
რუსეთის პრეზიდენტს საბჭოთა კავშირის ჰეგემონიის დაბრუნება სურს, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა აბუ-დაბიში Milken Institute-ში, სამეცნიერო-საკვლევ ცენტრში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბუშის თქმით, ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის დანგრევით უკმაყოფილო და გაბრაზებულია. ჯორჯ ბუშმა რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა და მოსკოვის ქმედებებს დემოკრატიის საფრთხე უწოდა.
„პუტინს არ შეუძლია ფიქრი: როგორ შეიძლება ვიმოქმედოთ, რომ ორივემ გავიმარჯვოთ. ის ფიქრობს რა მოიმოქმედოს, რომ თვითონ იყოს გამარჯვებული, შენ კი დამარცხებული“, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.