შეერთებულ შტატებში ქვეყნის 41-ე პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშ უფროსს ემშვიდობებიან
შეერთებულ შტატებში ქვეყნის 41-ე პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშ უფროსს ემშვიდობებიან

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში უფროსის ცხედარი ვაშინგტონში, კონგრესის შენობაში გადაასვენეს. პრეზიდენტთან დასამშვიდობებლად ათასობით ადამიანი მივიდა. მათ შორის იყვნენ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მეუღლესთან ერთად, ექსპრეზიდენტები ბარაქ ობამა, ბილ კლინტონი და ჯიმი კარტერი.

ჯორჯ ბუში უფროსი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯორჯ ბუში უფროსი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა, მათ შორის, იყო აშშ-ის ელჩი ჩინეთში, რვა წლის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად.

ჯორჯ ბუში უფროსი ამერიკის შეერთებულ შტატებს ცივი ომის პერიოდში მართავდა. მან დიდი წვლილი შეიტანა ომის დასრულებაში.

აშშ-ის 41-ე პრეზიდენტს პარკინსონის დაავადება ჰქონდა, თუმცა სიცოცხლის ბოლო წლებშიც აქტიურად მონაწილეობდა საჯარო ღონისძიებებში.

ვაშინგტონში მდებარე ეროვნულ საკათედრო ტაძარში 5 დეკემბერს სამგლოვიარო ცერემონია გაიმართება, რომელსაც მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები დაესწრებიან.

ჯორჯ ბუშ უფროსს ტეხასში, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე 6 დეკემბერს დაკრძალავენ.