ჟურნალისტი, რომელმაც 2008 წელს პრესკონფერენციაზე ჯორჯ ბუშს ფეხსაცმელი ესროლა, ერაყის პარლამენტში კენჭს იყრის
ჟურნალისტი, რომელმაც 2008 წელს პრესკონფერენციაზე ჯორჯ ბუშს ფეხსაცმელი ესროლა, ერაყის პარლამენტში კენჭს იყრის

ერაყელი ჟურნალისტი, რომელმაც სახელი იმით გაითქვა, რომ 2008 წელს ბაღდადში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის იმდროინდელ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ფეხსაცმელი ესროლა, ერაყის პარლამენტში იყრის კენჭს. ის 12 მაისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს.

ყოფილი რეპორტიორის ბრაზი ათასობით ერაყელის დაღუპვით იყო გამოწვეული, რომლებიც 2003 წლის შემდეგ აშშ–ის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამხედრო ოპერაციებს ემსხვერპლნენ. მან ჯორჯ ბუშს არაბულ ენაზე ძაღლი უწოდა და საკუთარი ფეხსაცმელი ესროლა.

ფეხსაცმლის სროლა არაბულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეურაცხყოფის ფორმაა.